რუსულ აგრესიას უკრაინაში უკვე 384 ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 384 ბავშვი მოკლეს, დაშვდა 1 134-ზე მეტი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 393, ხარკოვის ოლქში - 210, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 61, ნიკოლაევის ოლქში - 72, ხერსონის ოლქში - 55, ზაპოროჟიეს ოლქში - 46, ლასტროვის ოლქში - 45.

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 440 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი