რუსებმა დატოვეს ძვირადღირებული აღჭურვილობა ხარკოვში, ზოგი ქვედანაყოფი პანიკით გაიქცა - ბრიტანეთი

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ ხარკოვის ოლქის ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას, რუსული ძალები კი დიდწილად გასულები არიან მდინარე ოსკილის დასავლეთით მდებარე ტერიტორიიდან.

"რუსული ძალების გაყვანის გზა ბოლო კვირაში სხვადასხვაგვარია. ზოგიერთმა ქვედანაყოფი უკან დაიხია შედარებით კარგი წესით და კონტროლის ქვეშ, ხოლო სხვები აშკარა პანიკით გაიქცნენ. 

რუსული ძალების უკანდახევის შედეგად მიტოვებული მაღალი ღირებულების აღჭურვილობა მოიცავდა შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია რუსეთის საარტილერიო-ცენტრული ომის სტილის გასააქტიურებლად", - წერს დაზვერვა. 

გნახლებაში ნათქვამია, რომ მიტოვებულ აღჭურვილობას შორის არის მინიმუმ ერთი ZOOPARK-ის კონტრ-ბატარეის რადარი და მინიმუმ ერთი IV14 საარტილერიო სამეთაურო-საკონტროლო მანქანა.

უწყების თქმით, ასეთი უკან დახევა ხაზს უსვამს ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფების დეზორგანიზებულობას და სარდლობისა და კონტროლის შესაძლო ლოკალიზებულ დარღვევებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი