რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში კორპუსის დაბომბეს | ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში მაღალსართულიანი კორპუსზე იერიში მიიტანეს და მასიურად დაბომბეს ავდიევკას ცენტრი. ამის შესახებ ინფორმაციას  დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, შესაძლოა ნანგრევების ქვეშ 4 ადამიანი იყოს დარჩენილი.

"დაახლოებით შუაღამისას რუსებმა ბახმუტში მაღლივი კორპუსი დაანგრიეს. წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ოთხი ადამიანი იყოს. ადგილზე სასწრაფო დახმარების განყოფილება მუშაობს", - განაცხადა კირილენკომ

გარდა ამისა, რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ტორეცკის საავადმყოფოზეც, სადაც დაშავდა 1 ადამიანი და დაზიანდა საავადმყოფოს 3 განყოფილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი