
დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, მდინარე ინგულეცში წყლის დონე 40 სანტიმეტრით დაეცა და კლებას განაგრძობს. მისი თქმით, ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.
წყლის დონემ მას შემდეგ აიწია, რაც ღამით კრივოი როგში წყალსაცავის კაშხალზე რუსული სარაკეტო თავდასხმა მოხდა. თავდასხმის გამო მდინარის სხვადასხვა ნაწილში წყლის დონე 1-დან თითქმის 2 მეტრამდე გაიზარდა.
უკრაინელი კანონმდებლის, ინნა სოვსუნის თქმით, დარტყმებმა გაანადგურა წყლის სატუმბი სადგური და დატბორა სანაპიროები, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსებიდან სულ რამდენიმე მეტრშია.
კრივოი როგში მცხოვრებლებს სთხოვეს სახლების ევაკუაცია ხუთშაბათს წყალდიდობის საფრთხის გამო.