დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკებში" გაცემულ რუსულ პასპორტებს რუსეთიც არ აღიარებს - უკრაინის თავდაცვა

გამოქვეყნდა:

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში გაცემულ რუსულ პასპორტებს იურიდიული ძალა არ აქვს და თავად რუსეთიც არ აღიარებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პასპორტებით ცდილობენ ე.წ. რესპუბლიკების დატოვებას, რუსეთის საზღვარზე ეუბნებიან - "არავინ ხართ, სახელი არ გაქვთ". 

გარდა ამისა, უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრიერიშის ფონზე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა და ისინი უკმაყოფილო არიან რუსეთის ხელისუფლების ქმედებებით.

დაზვერვის ცნობით,  ეს განწყობები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც აღმოჩნდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს, რუსეთში ძალა არ აქვს.
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი