"თუ აშშ უკრაინას რაკეტებს მიაწვდის, წითელ ხაზს გადაკვეთს... რუსეთი საკუთარი ტერიტორიის ყველა საშუალებით დაცვის უფლებას იტოვებს" | ზახაროვა

გამოქვეყნდა:

"თუ აშშ უკრაინას რაკეტებს მიაწვდის, წითელ ხაზს გადაკვეთს... რუსეთი იტოვებს უფლებას საკუთარი ტერიტორია ყველა საშუალებით დაიცვას. მსგავსი სცენარის არსებობის შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით, შესაბამისად ვიმოქმედოთ," - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა საუბრობს.

დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის გაზრდას გამოიწვევს, ამასთან რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის პირდაპირი საომარი შეტაკებების რისკს გაზრდის. უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ამერიკა და მისი მოკავშირეები კიევის რეჟიმის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების თანამონაწილეები ხდებიან. თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას შორი დისტანციის რაკეტებს მიაწვდის, ის წითელ ხაზს გადაკვეთს და კონფლიქტის პირდაპირი მხარე გახდება. თავის მხრივ რუსეთი იტოვებს უფლებას საკუთარი ტერიტორია ყველა საშუალებით დაიცვას. მსგავსი სცენარის არსებობის შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით, შესაბამისად ვიმოქმედოთ, - ამბობს ზახაროვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი