კრემლი ჩიხშია - საოკუპაციო არმიის სრულმასშტაბიანი მარცხის მოახლოებას უკრაინული ჯარის უწყვეტი და წარმატებული კონტრშეტევები ადასტურებს. რუსი ჯარისკაცები გარბიან ბრძოლის ველიდან, გენერალიტეტი კი გამოუვალ მდგომარეობაშია.
მოსკოვს აღარ ჰყავს სამხედროები, რომლებიც პუტინის უტოპიური იდეისთვის იბრძოლებენ. კოლოსალური დანაკარგის ანაზღაურებას რუსეთი მსჯავრდებულებით გეგმავს, რომლებიც უკრაინასთან ომში მონაწილეობის სანაცვლოდ სასჯელისგან გათავისუფლდებიან.
სამხედრო წარუმატებლობის მიუხედავად მოსკოვი კვლავ იმუქრება - ადრესატი შეერთებული შტატები უკრაინის მოკავშირეები არიან.