„ოსკარზე" წარსადგენად საქართველოს კანდიდატ ფილმად დათა ფირცხალავას „დიდი შესვენება“ შეარჩიეს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
"ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა დავით ფირცხალავას ფილმმა "დიდი შესვენება".
"დიდი შესვენება" გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია",- ნათქვამია განცხადებაში.
კომისიამ გამარჯვებული 15 სექტემბერს გამოავლინა. დავით ფირცხალავას ფილმმა 12-დან 8 ხმა მიიღო.
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
კონკურსში 6 ქართული ფილმი მონაწილეობდა:
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიას კონკურსში გამარჯვებულ ქართულ ფილმს უახლოეს მომავალში წარუდგენს.