
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის და ხარკოვის რეგიონში რუსული ჯარების დამარცხების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება აძლიერებს ფარულ მობილიზაციას და უკრაინის ომისთვის რეკრუტირებას.
მაგალითად ISW-ს მოჰყავს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვის მოწოდება ყველა ფედერალური სუბიექტის მიმართ, რომ "თვითმობილიზაცია" წამოიწყონ და კრემლს არ დაელოდონ. რუსმა პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა გაიმეორა ჯარში რუსების ნებაყოფლობით შეერთების აუცილებლობა.
ანალიტიკოსების თქმით, უკრაინელები წარმატებით აგრძელებენ კონტრშეტევის ოპერაციებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც ზრდის შეტევებს დამპყრობლების პოზიციებზე.
ISW-ის ინფორმაციით, კრემლმა სავარაუდოდ, უარი თქვა დაეცვა ცალკეული ფედერალური სუბიექტები, რამაც შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში, გაუჭირდებათ თავდაცვის ხაზების შენარჩუნება, თუ უკრაინული ძალები განაგრძობენ უფრო აღმოსავლეთისკენ სწრაფვას.
ამასთან, ომის შემსწავლელ ინსტიტუტში სამხედრო ანალიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აგრესორმა ქვეყანა რესურსების დიდი ნაწილი უკვე ამოწურა.