რუსეთმა ომში უკვე 54 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ  ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 16  სექტემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 54 050;
  • ტანკი - 2 199 ;
  • ჯავშანტექნიკა - 4 690 ;
  • საარტილერიო სისტემა - 1 302 ;
  • სარაკეტო სისტემა - 312;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 168;
  • თვითმფრინავები - 250;
  • ვერტმფრენი - 216;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 908;
  • საკრუიზო რაკეტები - 233;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 550;
  •  გემი/ნავი/კატარღა - 15;

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი