
რომის პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ "მორალურად მისაღებია" დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც აფერხებს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, ვინაიდან სამხედრო დახმარება თავდაცვის მიზნით ხორციელდება.
"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს მორალური, მორალურად მისაღები, თუ იგი მიიღება მორალის პირობებში. თავდაცვა არა მხოლოდ კანონიერია, არამედ სამშობლოს სიყვარულის გამოხატულებაა. ვინც თავს არ იცავს, ვინც არაფერს იცავს, არ უყვარს ის, ვინც იცავს - უყვარს", - თქვა რომის პაპმა.
რომის პაპმა, ასევე, ისაუბრა უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო მოლაპარაკებებზე. მისი აზრით, რთულია დიალოგის წარმართვა, მაგრამ ეს აზრი უარყოფილი არ უნდა იყოს.