
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის ნახევარზე მეტი უარყოფითად აფასებს.
კითხვაზე - როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას - 51% ამბობს რომ ცუდად, 41% ამბობს, რომ კარგად, 7%-მა არ იცის, ხოლო 1% უარს ამბობს პასუხზე.

კვლევის მიხედვით, მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი.
გარდა ამისა, უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს:

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%. იხილეთ: