
დღეს, ოკუპირებულ ლუგანსკში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე დაიღუპა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" ამბობს, რომ სერგეი გორენკო "გარდაიცვალა მიყენებული დაზიანებებისგან საკუთარ ოფისში აფეთქების შედეგად".
სეპარატისტული ლუგანსკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა, რომ გორენკოს მოადგილე ასევე მოკვდა.
რუსული სააგენტოები საგანგებო სამსახურებსა და ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ აფეთქება ბომბმა გამოიწვია.