ბრძოლა ზანგეზურის დერეფნისთვის - რა ვითარებაა რეგიონში | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და პუტინის სისხლიანმა ომმა მსოფლიოს ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა. არა ისე, როგორც კრემლის დიქტატორს ჰქონდა განზრახული, რომ რუსული სამყაროსა და საბჭოთა კავშირის რენესანსისთვის დაედო დასაბამი, არამედ პირიქით.

აღმოჩნდა, რომ ძლევამოსილი რუსული სამხედრო მანქანა ერთი ჟანგიანი მექანიზმია, პუტინს კი ახალი რუსული იმპერიის აშენება კი არა, ფედერაციის არსებული საზღვრების შენარჩუნებაც უჭირს. შესაბამისად ძირეულად იცვლება იმ კონფლიქტების ანატომიაც, რომელიც თავის დროზე კრემლის სცენარით მოახვიეს თავს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს.

გასულ კვირას საქართველოს სამეზობლოში კიდევ ერთი მიძინებული კონფლიქტი გაღვივდა. ვინ რისთვის იბრძვის ახლა ყარაბაღში და რატომ აღარ დარჩა კავკასიაში რუსეთს არც მორმიგებლის და არც რეგიონული ძალის ფუნქცია - თენგო გოგოტიშვილი გაგვარკვევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი