1,8 მლნ წლის კბილი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა | მასშტაბური აღმოჩენა ოროზმანში და წულუკიანის რეპრესიები

გამოქვეყნდა:

ოროზმანის არქეოლოგიური გათხრების უნიკალური აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორედ საქართველოა პირველი ევროპელების სამშობოლო. კბილი - რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა - 1.8 მლნ წლისაა და ის ჰომოსაპიენსის უახლოეს წინაპარს ეკუთვნის. ოროზმანი სოფელია დმანისში. ეს აღმოჩენა კი ამყარებს დმანისის კიდევ ერთი სახელოვანი აღმოჩენის მნიშვნელობას, ვგულისმხობ ზეზვას და მზიას.

აღმოჩენის შესახებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო მედიაში ბევრი დაიწერა, მათ შორის სამეცნიერო ჟურნალებშიც. თუმცა ამ აღიარების პარალელურად კულტურის სამინისტრო რატომღაც დუმდა. თითქოს ბევრი არაფერი მომხდარა. სამაგიეროდ წულუკიანის უწყება გაცილებით აქტიური იყო ჩეკისტურ რეპრესიებში და ოროზმანის აღმოჩენის ავტორი ეროვნულ მუზეუმს საერთოდ ჩამოაშორეს.

არქეოლოგიური გათხრებიც მეტწილად კერძო სექტორის თანადგომით წარმოებდა. ვიწრო პოლიტიკური ანგარიშსწორება და მეცნიერების თავისიანებად და სხვებად დაყოფა კი ახლა მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენას შეიძლება დაემუქროს, რადგან არქეოლოგიური კერის უდიდესი ნაწილი ჯერაც გასათხრელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი