რუსებმა ღამით სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურს დაარტყეს - "ენერგოატომი"

გამოქვეყნდა:

ღამით რუსმა სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რაკეტა ატომური რეაქტორებიდან 300 მეტრში ჩამოვარდა.

უკრაინის ცნობით, დარტყმის ტალღამ დააზიანა ატომური ელექტროსადგურის შენობები, ჩაამტვრია 100-ზე მეტი ფანჯარა. სამხრეთ უკრაინის ენერგოკომპლექსის შემადგენლობაში შემავალი „ოლექსანდრივსკაია ჰესის“ ერთ-ერთი ჰიდრავლიკური ბლოკი გამოირთო, ასევე გაითიშა სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი.

"დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონაზე", - ნათქვამია "ენერგოატომის" განცხადებაში.

"ენერგოატომში" აცხადებენ, რო აჟამად სამხრეთ ატომური ელექტროსადგურის სამივე ენერგობლოკი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და სადგურის პერსონალს შორის მსხვერპლი არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი