
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა, დიდი ალბათობით, სულ მცირე 4 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა უკრაინაში ბოლო 10 დღის განმავლობაში. უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსეთს 55-მდე თვითმფრინავი ჰყავს დაკარგული.
ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ შესაძლოა დანაკარგების ეს ზრდა ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმის გამო, რომ რუსეთი ცდილობს მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს რუსეთის სახმელეთო ძალებს უკრაინის წინსვლის ზეწოლის ქვეშ.
დაზვერვა ამბობს, რომ რუსი პილოტების სიტუაციური ცნობიერება ხშირად ცუდია.