უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კადიევკაში რუსების ბაზა გაანადგურეს - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ 19 სექტემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსების ბაზა ოკუპირებულ კადიევკაში, ასევე მტრის აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა ნოვოაიდარში სატყეო საწარმოს ტერიტორიაზე.

გაიდაი ამბობს, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.

ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს, ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ კადიევკაში, უკრაინელმა მებრძოლებმა გაანადგურეს 200-მდე რუსი მედესანტე სასტუმრო "დონბასში", ოკუპანტების ბაზაზე თავდასხმის შედეგად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი