"სამხედრო მოსამსახურეს 2019 წლამდე არ ჰქონია არც ერთი მაღალი ხარისხის ბათინქი" - ბურჭულაძე

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი უარყოფს რომ უწყებას გაუსაძლისი პირობების გამო, გამოცდილი სამხედროები ტოვებენ. ჯუანშერ ბურჭულაძეს მაგალითად მოჰყავს მაღალი ხარისხის "ბათინქები", თუმცა კითხვაზე, რატომ ტოვებენ თავდაცვას ჯარისკაცები, პასუხი არ აქვს:

"რა გაუსაძლისი პირობები, კონკრეტულად რა გაუსაძლისი პირობები?... 

სამხედრო მოსამსახურეს 2019 წლამდე არ ჰქონია არც ერთი მაღალი ხარისხის ბათინქი, უფრო სწორად ყველაზე მაღალი ხარისხის ბათინქი. დღეს თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, აქვს სამი ძალიან მაღალი ხარისხის ბათინქი" ამბობს ბურჭულაძე.

თავდაცვის უწყებიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით წასულმა გამოცდილმა სამხედროებმა "მთავარ არხთან", სამინისტროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ნეპოტიზმზე არაერთხელ ისაუბრეს. 



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი