
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს ბრალდებებს, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ომის დანაშაული ჩაიდინა.
პესკოვის თქმით, იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი საფლავები სიცრუეა.
"ეს იგივე სცენარია, რაც ბუჩაში იყო. ეს ტყუილია, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს", - თქვა მან.
შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები ქალაქ იზიუმში 10 სექტემბერს შევიდნენ და 6-თვიანი ოკუპაციისგან გაათავისუფლეს. 16 სექტემბერს ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 440-ზე მეტი ცხედარი იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამომძიებლებმა ადგილზე იპოვეს წამების მტკიცებულებები მან თქვა, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ომის დანაშაულებს ჩადიან.