
აზოვის პატრონაჟის სამსახურის უფროსი, ელენა ტოლკაჩევა ამბობს, რომ რუსეთის ტყვეობაში 50-მდე ქალია, რომლებმაც დატოვეს აზოვსტალი, მათგან ორი ორსულია. ის ყვება, რომ შეთანხმების მიხედვით, ქალები უნდა წასულიყვნენ მხოლოდ მძიმედ დაჭრილების გაცვლის შემდეგ.
"იქ ორი ორსული გვყავს, ერთი აზოვიდან, მეორე ან მესაზღვრეა, ან საზღვაო ქვეითი - ზუსტად არ ვიცი. ერთი, რომელიც არ არის "აზოვიდან", მშობიარობას აპირებს. აზოვიდან ოთხი თვის ორსულია", - ამბობს ის.
პატრონაჟის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ რუსები უარს ამბობენ ორსული ქალების ექსტრადირებაზეც კი.