დროებით ოკუპირებული ლუგანსკის ე.წ. "სასამართლომ" ეუთოს თანამშრომელს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული ლუგანსკის სასამართლომ სახელმწიფო ღალატისთვის "ეუთოს" თანამშრომელს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გამოცემა UNIAN-ის ცნობით, დიმიტრი შაბანოვი რუსმა ოკუპანტებმა აპრილის შუა რიცხვებში დააკავეს. მოგვიანებით კი ბრალად საიდუმლო ინფორმაციის უცხოური დაზვერვის წარმომადგენლებისთვის გადაცემა დასდეს.

რუსი ოკუპანტების მტკიცებით, შაბანოვმა სპეციალური წვრთნა შეერთებულ შტატებში გაიარა და ლუგანსკის ჯარისკაცების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ ევროპა აგრძელებს დუმილს დროებით ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ეუთოს თანამშრომლების დაკავების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი