"დღეს სასამართლო სისტემა არის ისეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი, როგორიც მისი არსებობის ისტორიაში არასდროს ყოფილა" | მიქაუტაძე

გამოქვეყნდა:

"დღეს სასამართლო სისტემა არის ისეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი, როგორიც მისი არსებობის ისტორიაში არასდროს ყოფილა" - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე საუბრობს. 

ეს არ ყო მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადება, ჯერ აქედან დავიწყოთ. ძალიან ცუდად დადგმული სცენარია და ძალიან აშკარა არის, რომ აი ამ ბოლო პერიოდში რაღაც ახალი ტალღა იწყება სასამართლოს მიმართ შეტევის ახალ ტალღას აგორებენ კონკრეტული მხარეები. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მოსამართლეზე რაიმე ფორმით ზეწოლა ხორციელდებოდეს. ყველანაირი ბერკეტი და ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ მოსამართლეებმა თავი დაიცვან.

აბსოლუტურად მიუღებელია ის არგუმენტები. იგივე გადანიშვნასთან დაკავშირებით დღევანდელი კორპუსის მიმართ რომლის ძალიან დიდი პროცენტი, 80%-ზე მეტი, თუ სწორად მახსოვს, უვადოდ არის გადანიშნული და რაზეა საუბარი, რომ ამ ხალხს გადანიშვნის თემით შეიძლება სპეკულირება ხდებოდეს მათ მიმართ. დღეს სასამართლო სისტემა არის ისეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი, როგორიც მისი არსებობის ისტორიაში არ ყოფილა არასდროს, - ამბობს მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე, კლანზე, ქუჩურ გარჩევებსა და წინასწარ დაწერილ გადაწყვეტილებებზე გუშინ, 16 სექტემბერს, "მთავართან," უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ ისაუბრა

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი