
უკრაინა, რუსეთთან ომის მიუხედავად, ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს ეთიოპიასა და სომალის და აფრიკის ქვეყნებში 50 000 ტონა ხორბალს გაგზავნის. კომპანიები კი მარცვლეულის ღირებულებას სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, 420 მლნ გრივნადან აანაზღაურებენ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის პორტების ოდესის, ჩორნომორსკის და იუჟნის განბლოკვის შესახებ მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტისთვის.