
იზიუმში მასობრივი საფლავიდან 146 ცხედარი უკვე ამოსვენებულია, რომელთაგან ორი ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი
ავრცელებს.
"იზიუმში მასობრივი საფლავის ადგილიდან დაღუპულთა ცხედრების ეგსჰუმაცია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში 146 ცხედარი იქნა ამოღებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის 2 ბავშვი... ყველა ცხედარი იგზავნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე, რათა საბოლოოდ დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი", - წერს სინეგუბოვი.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა ნაწილს აღმოაჩნდა ნაღმის აფეთქებისგან გამოწვეული ნამსხვრევები და ჭრილობები.
შეგახსენებთ, რომ დეოკუპირებულ იზუმში 445 ადამიანის სამარხი აღმოაჩინეს.