
უკრაინის გენერალურმა გენერალურმა პროკურატურამ უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი 34 000 სამხედრო დანაშული დააფიქსირა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა CBS News-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ამჟამად უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი 34000 სამხედრო დანაშაული გვაქვს დაფიქსირებული“, - ამბობს კოსტინმა.
მისივე თქმით, გამოძიების პრიორიტეტი იზიუმში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაა.
"ბუჩასა და ირპენის მოვლენებთან დაკავშირებული მრავალი საქმის გამოძიებაც გრძელდება. ეს არის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, დაბომბვა და სამოქალაქო ობიექტების განადგურება" - თქვა კოსტინმა.
გარდა ამისა კოსტინმას თქმით, ყოველთვის, როდესაც რუსული ჯარი მოდის, ისინი ამ ადგილს ახალ ბუჩად აქცევენ, "ისევე როგორც ეს იზუმში გააკეთეს".