რუსები ჩისტიაკოვას მახლობლად მსჯავრდებულთათვის საწვრთნელ ბანაკს აწყობენ | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

რუსეთის სარდლობა დონეცკის რეგიონში, ჩისტიაკოვას მახლობლად მსჯავრდებულთათვის საწვრთნელ ბანაკს აწყობს, - ინფორმაციას უკრინის გენერალური შტაბი ავრცელებს. 

"ქალაქ ჩისტიაკოვას მახლობლად საწვრთნელ ზონაში ოკუპანტებმა მოაწყეს სასწავლო ბანაკი იმ პერსონალის მომზადებისთვის, რომელიც ჩამოვიდა ციხეებიდან, რათა შეუერთდნენ 1-ლი არმიის კორპუსის დანაყოფებს, რომლებმაც განიცადეს დანაკარგები საომარი მოქმედებების დროს“, - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს რაიონში კონტროლის მიზნით რადიკალურ ზომებს ისევ აგრძელებენ. რუსეთის საოკუპაციო ძალების 58-ე გაერთიანებული არმიის სარდლობა კი რეგიონში მოქმედი ქვედანაყოფების მეთაურებს შეხვდა.

არსებული ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებული პოზიციების დაკავებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღრმად გარღვევის აღკვეთაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი