
უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და პრემიერმინისტრი დენის შმიგალი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს შეხვდნენ, - ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მან, ოლენა ზელენსკასთან ერთად, მეფე ჩარლზ III-ს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გარდა ამისა, შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი სიამოვნებით მიიღებს მეფე ჩარლზ III-ს უკრაინაში.
"პატივი მქონდა შევხვედროდი მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-ს ბუკინგემის სასახლეში. პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად პრეზიდენტის, მთავრობისა და უკრაინის ხალხის სახელით მივუსამძიმრეთ დედოფალ ელისაბედ II- გარდაცვალების გამო. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მომავალში უკრაინელი ხალხი სიამოვნებით მიიღებს მეფე ჩარლზ III-ეს ჩვენს ქვეყანაში", - წერს შმიგალი.