ხერსონში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაძირეს რუსული ბარჟა სამხედრო პერსონალითა და იარაღით

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებით,  ქალაქ ნოვა-კახოვკასთან უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ბარჟა ჩაცხრილეს. უწყების ცნობით, მასზე სამხედრო პერსონალი, ტექნიკა და იარაღი იყო.

"დნეპერზე ალტერნატიული გადასასვლელის მოწყობის მცდელობა ნოვაია კახოვკასა და კაზაცკის მიდამოებში წარუმატებელი აღმოჩნდა", - ამბობს ოპერატიული სარდლობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი