მიღწეულია უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება 200 ტყვის გაცვლის შესახებ - ერდოღანი

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი 200 ტყვის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. 

"ჩვენ ახლა ვმუშაობთ ტყვეების კრიზისის მოსაგვარებლად. ნაბიჯებს ვდგამთ და გარკვეულ პუნქტამდე მივედით. მეორე მხრივ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით". - თქვა ერდოღანმა ორშაბათს გასულ ამერიკულ სატელევიზიო შოუს PBS NewsHour-თან ინტერვიუში.

ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ უზბეკეთში ხანგრძლივი შეხვედრები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. 

"მივხვდი, რომ ისინი რეალურად ცდილობენ ამის დასრულებას რაც შეიძლება მალე. ეს მდგომარეობა დიდი პრობლემაა.

ამ ეტაპზე, მაგალითად, მიღწეულია შეთანხმება 200 ტყვის გაცვლაზე. ეს კარგი განვითარებაა. რადგან ამ მძევლებთან ერთად იქ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა", - თქვა მან. 

ერდოღანის განცხადებით, ამჟამად ოფიციალური პირები ტექნიკურ ნაწილს აგვარებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი