დაახლოებით 54 810 სამხედრო, 2 216 ტანკი, 4 724 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 19 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 54 810;
  • ​ტანკი - 2 216;
  • ჯავშანტექნიკა - ​4 724;
  • საარტილერიო სისტემა - 1 323;
  • სარაკეტო სისტემა - 318;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 168;
  • თვითმფრინავები - 252;
  • ვერტმფრენი - 217;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 925;
  • საკრუიზო რაკეტები - 239;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 587;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 125.

  კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი