
დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკები რუსეთთან გაერთიანებისთვის რეფერენდუმს ამზადებენ. დონეცკის ე.წ. ხელმძღვანელმა დენის პუშლინმა ლუგანსკის ე.წ. ხელმძღვანელს შესთავაზა "რეფერენდუმი" ერთობლივად ჩაატარონ. ორშაბათს საღამოს პუშლინმა გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, სადაც მისი სატელეფონო საუბარია "რეფერენდუმებისთვის" მზადებასთან დაკავშირებით.
"მე მაქვს წინადადება გავაერთიანოთ ძალები, რათა განვავითაროთ მოქმედებების ალგორითმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ რეფერენდუმისთვის მომზადება. ჩვენ ერთად უნდა მოვამზადოთ რამდენიმე მომენტი, რაღაცები უნდა იყოს სინქრონიზებული", - ამბობს ის.
მანამდე, ორშაბათს, ე.წ. "ლუგანსკის რესპუბლიკის საჯარო პალატამ" მიმართა ლეონიდ პასეჩნიკს რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" სასწრაფოდ ჩატარების თხოვნით. მალევე მსგავსი განცხადება დენის პუშილინის სახელზე გაავრცელა "დონეცკის რესპუბლიკის" საზოგადოებრივმა პალატამ.
ამის შემდეგ, ხერსონის ოლქის ე.წ "საზოგადოებრივმა საბჭომ" რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელს მიმართა ოლქის რუსეთის ფედერაციის სუბიექტად აღიარების შესახებ რეფერენდუმის დაუყოვნებლივ ჩატარების შესახებ.
ამ თემაზე Telegram-ში პოსტს ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ნაწილის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვლადიმირ სალდო აქვეყნებს.
მისივე განცხაადებით, საჭიროდ მიაჩნია მოხალისეთა ბატალიონების შექმნა და ჩამოყალიბება, რათა მათ რუსეთის ე.წ. "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" მონაწილეობა მიიღონ.