ფსევდო რეფერენდუმები არაფერს შეცვლის, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების გათავისუფლებას - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ოკუპირებულ რეგიონებში დაგეგმილ "რეფერენდუმებს" ეხმაურება და წერს, რომ ფსევდორეფერენდუმები არაფერს შეცვლის და უკრაინა გააგრძელებს მათ გათავისუფლებას.

"ფსევდო "რეფერენდუმი" არაფერს შეცვლის. არც რაიმე ჰიბრიდული "მობილიზაცია" მოხდება. რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უკანონოდ იკავებს უკრაინის მიწის ნაწილებს. უკრაინას აქვს სრული უფლება გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა რას იტყვის რუსეთი", - წერს კულება.

ცნობისღვის, რუსი ოკუპანტების მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმები გეგმავენ 23-დან 27 სექტემბრის ჩათვლით გამართონ ფსევდორეფერენდუმი დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი