გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა რუსების თავდასხმები 8 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

გამოქვეყნდა:

უკრიანელებმა 8 დასახლებულ პუნქტში რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა თავდასხმები ვესელაიას, კურდიუმოვკას, ნიკოლაევკა ვტორაიას, ზაიცევოიეს, მაიორსკის, პერვომაისკოეს, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში მოიგერიეს. 

გარდა ამისა,  უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის ერთი უპილოტო საფრენი აპარატი.

ამავდროულად, გენერალური შტაბის ცნობით, ვითარება ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებში უცვლელია, ხოლო სხვა მიმართულებებზე მტერი ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან და სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან ისროდა.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სვატოვოში რუსი დამპყრობლების პერსონალის 70% გაანადგურეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი