"მთავარი არხის" ინფორმაციით, შეიარაღებული პირი, რომელმაც დღეს ბანკში მძევლები აიყვანა, გრიგოლ ნარსიაა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც დღეს ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული შეიჭრა და 12 პირი მძევლად აიყვანა, გრიგოლ ნარსიაა, რომელიც იმერეთის ერთ ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

შეიარაღებული პირი უკვე დაკავებულია. დაახლოებით 1 საათის წინ დასრულდა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე სპეცოპერაცია. ტერიტორია გახსნილია.

შს მინისტრს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია, მძევლების გათავისუფლება და თავდამსხმელის დაკავება შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთი კოვზიაშვილმა დაადასტურა.

გათავისუფლებულ მძევლებს მძიმე ემოციური ფონის ნიადაგზე სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურებმა ადგილზე აღმოუჩინეს. მძევლები ახლა იმერეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე არიან.

შსს -მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით დაიწყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი