"ყალბ რეფერენდუმებს ლეგიტიმაცია არ აქვთ... ისინი რუსეთის აგრესიის ხასიათს არ ცვლიან" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"ყალბ რეფერენდუმებს ლეგიტიმაცია არ აქვთ... ისინი რუსეთის აგრესიის ხასიათს არ ცვლიან" - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი წერს და სეპარატისტების მიერ ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში დაგეგმილ ე.წ რეფერენდუმების ჩატარებას ეხმაურება.

"ყალბ რეფერენდუმებს ლეგიტიმაცია არ აქვთ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს არ ცვლიან. ეს პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაზარდოს", - დაწერა მან Twitter-ზე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი