"არავინ ენდობა ასეთ ყალბ "რეფერენდუმებს"... აშშ ამას არ აღიარებს" | პენტაგონი

გამოქვეყნდა:

ე.წ. "რეფერენდუმები" რუსეთის მცდელობაა, გადაიტანოს ყურადღება უკრაინის წარმატებული კონტრშეტევისგან - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

"ეს არის მხოლოდ სარეკლამო ტრიუკი იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ იმ მძიმე მდგომარეობისგან, რომელშიც ახლა რუსი სამხედროები იმყოფებიან... ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი ამას 2014 წელს აკეთებდნენ. ისინი გამოიყენებენ ამას, როგორც საფუძველს, რათა შეეცადონ, მოითხოვონ ლეგიტიმაცია სუვერენული უკრაინის ტერიტორიის ანექსიის თვალსაზრისით.

არავინ ენდობა ასეთ ყალბ რეფერენდუმებს და შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, არ აღიარებს არცერთი ყალბი არჩევნების შედეგებს... ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინასთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველყონ მათთვის საჭირო მხარდაჭერა", - განაცხადა უწყების პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა.

ცნობისთვის, დონეცკის ე.წ. "სახალხო რესპუბლიკამ" 26 და 27 სექტემბერი რეფერენდუმის ჩატარების უქმე დღეებად გამოცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი