
ხარკოვისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, კიევი-ხარკოვი-დოვჟანსკის ავტომაგისტრალის მონაკვეთი, რუსი ოკუაპნტებისგან უკვე თავისუფალია.
“დონეცკისა და ხარკოვის ოლქების საზღვარზე შესასვლელ აბრაზე უკრაინის დროშა აღიმართა! ჩვენი შეიარაღებული ძალების წყალობით, კიევი-ხარკოვი-დოვჟანსკის ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი თავისუფალია ოკუპანტებისგან, მაგრამ უაღრესად საშიშია, რადგან სავსეა სიცოცხლისთვის საშიში ჯართით”, - წერს კირილენკო.
გარდა ამისა, კირილენკოს თქმით სასტიკი ბრძოლების შემდეგ, ადგილზე დარჩენილია რუსი ოკუპანტების მიერ მიტოვებული ტექნიკა და დანაღმული ველები.