
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჯილიან კიგანმა პუტინის განცხადებებს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, შემაშფოთებელი ესკალაცია უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბლეფი არ იყო, როცა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრობდა.
საგარეო უწყების ხელმზღვანელმა, განცხადებებს პუტინის სიცრუის კიდევ ერთი ნაკრები უწოდა. პუტინის მუქარა სერიოზულია, მაგრამ არა ახალი, თქვა კიგანმა. „მან ეს უკვე თქვა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ BBC-სთან ინტერვიუში.
მას მიაჩნია, რომ პუტინის სიტყვები სერიოზულად, მაგრამ მშვიდად უნდა იქნას მიღებული და პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიება უნდა გააგრძელონ. კიგანის თქმით, ლონდონი კვლავ მზადაა მოსკოვთან დიალოგისთვის.
„ჩვენ გავაგრძელებთ სიმშვიდისკენ მოწოდებას და გავაგრძელებთ დისკუსიებს, სადაც ეს შესაძლებელია - იქნება ეს უკრაინის, სხვა ქვეყნების მეშვეობით თუ პირდაპირი გზით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ამავე თემაზე: