120 ათასი რუბლი თბილისისთვის - მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში ავიაბილეთების ფასები იზრდება

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ე.წ უსაფრთხო ქვეყნებში ავიაბილეთების ფასებმა ასტრონომიულ ნიშნულებს მიაღწია. ამის შესახებ "ტელეგრამის არხი" "შეგვიძლია ავხსნათ" რუსული ავიაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

21 სექტემბერს, პირდაპირი ფრენების ყველა ბილეთი ყველაზე პოპულარული მიმართულებების, მათ შორის ერევნისა და სტამბულის მიმართულებით, გაყიდულია.

ბოლო ცნობებით, ოთხშაბათისთვის დარჩა ერთი ბილეთი სომხეთის, თურქეთისა და უზბეკეთის დედაქალაქის მიმართუელბით. 

"თბილისისა და ბაქოს მიმართულებით ფრენების ფასები მკვეთრად გაიზარდა. საქართველოს მიმართულებით უმოკლეს ფრენები დაახლოებით 120 ათასი რუბლი ღირდა, აზერბაიჯანში - 248 ათასი რუბლი. ერევანს არ აქვს ბილეთები ოთხშაბათისთვის, ხუთშაბათს ფრენის მინიმალური ფასი 86 000 რუბლია“, - ნათქვამია ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი