კრემლმა, წვევამდელთა რაოდენობის შესახებ, მობილიზაციის განკარგულების პუნქტი დალუქა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა ვლადიმერ პუტინის ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულების საიდუმლო, მე-7 პუნქტის შინაარსის გამჟღავნებაზე და მხოლოდ იმაზე მიუთითა, რომ ეს ეხება წვევამდელთა რაოდენობას.

"მართლაც, ის (მეშვიდე პუნქტი) არის ოფიციალური გამოყენებისთვის, ამიტომ მე არ შემიძლია ამის გამხელა", - თქვა პესკოვმა. 

ჟურნალისტებს სურდათ განმარტება ამ პუნქტის "დახურვის" მიზეზთან დაკავშირებით, რაზეც პესკოვმა თქვა, რომ ვერ ახსნის.

"ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ სერგეი კუჟუგეტოვიჩ შოიგუმ თავის ინტერვიუში თქვა: 300 000 ადამიანი. აქ საუბარია 300 000-მდე ადამიანზე", - განაცხადა პესკოვმა.

პუტინის განკარგულებაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ არის ერთი დახურული პუნქტი ნომერი 7. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტის ვერსიაში ეს პუნქტი გამოტოვებულია, ხოლო იურიდიული ინფორმაციის პორტალზე წარმოდგენილ ვერსიაში მითითებულია როგორც „ოფიციალური გამოყენებისთვის“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი