"რუსეთი ომში მარცხდება" | ტრასი და ლეიენი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ლიზ ტრასს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ნათქვამია, რომ ლეიენმა და ტრასმა მკაცრად დაგმეს რუსეთის ქმედებები უკრაინაში და შეთანხმდნენ, რომ პუტინის ბოლო მოწოდებები ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ იყო ნიშანი იმისა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში წარუმატებელია, პუტინის განცხადება კი სისუსტის ნიშანია. 

გარდა ამისა, განცხადების თანახმად, შეხვედრაზე მათ ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა, მანამ სანამ ეს ქვეყანას დასჭირდება, მათი ერთობლივი პასუხისმგებლობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი