რუსეთმა ომში დაახლოებით 55 510 ჯარისკაცი დაკარგა | უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 22 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 55 510;
  • ​ტანკი - 2 236;
  • ჯავშანტექნიკა - ​4 776;
  • საარტილერიო სისტემა - 1 341;
  • სარაკეტო სისტემა - 318;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 168;
  • თვითმფრინავები - 252;
  • ვერტმფრენი - 218;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 941;
  • საკრუიზო რაკეტები - 240;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 630;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 125.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა ომში 5 937 სამხედრო დაკარგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი