იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი საფლავიდან 338 ცხედარი ამოასვენეს

გამოქვეყნდა:

21 სექტემბრის საღამოს მდგომარეობით, იზიუმში მასობრივი საფლავიდან 320 მშვიდობიანი მოქალაქისა და 18 სამხედროს ცხედარია ამოსვენებული. ინფორმაციას უკრაინული მედია, ხარკოვის ოლქის პროკურორის ალექსანდრე ფილჩაკოვზე დაყრნობით ავრცელებს.

მისი თქმით, აღმოჩენილია 445 საფლავი, ზოგიერთში 2 ან 4 ადამიანი ერთდროულად იყო დაკრძალული. 

"ძალიან დიდი რაოდენობით ცხედარია ამოსვენებული, ნაღმ-ასაფეთქებელი დაზიანებებით, ასევე ბევრი  ძვლის მრავლობითი მოტეხილობით და წამების ნიშნებით" - ამბობს ფილჩაკოვსი

მისივე ინფორმაციით, ​ექსჰუმაციის სამუშაოების დასრულება 23 სექტემბრის დღის ბოლომდე იგეგმება. გარდა ამისა, ჯგუფები იმუშავებენ სხვა ადგილებშიც, რადგან  ცნობილია კიდევ 3-5 სამარხის არსებობის შესახებ.

ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იზიუმის რეგიონში ყოველდღიურად სახლების შესასვლელებთან და ნანგრევებში დამარხულ ადამიანებს ხვდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი