
რუსეთიდან მოქალაქეების მასობრივი გადინების შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთმა საზღვრები ჩაკეტოს - ამის შესახებ ინფორმაციას meduza საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Meduza-ს თქმით, კრემლი აპირებს მობილიზაციის დახმარებით მოაგვაროს ოკუპირებული ტერიტორიების „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციებში“ პერსონალის დეფიციტის პრობლემა.
ზოგადად, კრემლი მობილიზაციის გამო მასშტაბურ საპროტესტო აქციებს არ ელის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკურ ბლოკთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ მოქალაქეების უკმაყოფილება „მოსალოდნელია, მაგრამ არა კრიტიკული“.
Meduza-ს წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ გეგმავს საზღვრის ჩაკეტვას რუსი კაცებისთვის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე "რეფერენდების" დასრულებამდე (ისინი 27 სექტემბერს დასრულდება).
თუმცა, ვითარება შეიძლება შეიცვალოს "თუ იქნება მასიური გადინება". Meduza-ს თანამოსაუბრეების თქმით, სიტუაცია დამოკიდებულია "ძალაუფლების ბლოკის" (ანუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, სპეცსამსახურების და ძალოვანი სტრუქტურების) შეფასებაზე, ასევე თავად ვლადიმირ პუტინზე, რომელიც დარწმუნებულია, რომ "რეფერენდუმი" და მობილიზაცია უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად.