რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით,  რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და მის გარეუბნებს 9 რაკეტა ესროლეს.  

ტიმოშენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსებმა იერიში მიიტანეს ქალაქის ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროზე, ელექტრო ქვესადგურსა და სატელევიზიო ანძაზე. 

"ზაპოროჟიესა და გარეუბნებს ცხრა რაკეტა ესროლეს. რუსმა არაადამიანებმა რაკეტა ესროლეს ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროს. არის მნიშვნელოვანი ნგრევა, ხალხი ნანგრევების ქვეშაა", - წერს ტიმოშენკო.

მისივე თქმით, მაშველები ნანგრევების გაწმენდასა და ადამიანების ამოსაყვანად მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი