
რვა ადამიანი ნაღმზე აფეთქდა ხარკოვის ოლქის იმ ნაწილში, რომელიც უკრაინელმა ჯარებმა გაათავისუფლეს - ამის შესახებ ნაციონალური პოლიციის რეგიონალური დეპარტამენტი Telegram-ზე იტყობინება.
"22 სექტემბერს ჩუგუევსკის რაიონული პოლიციის სამმართველოს სამორიგეო განყოფილებამ მიიღო რამდენიმე შეტყობინება იმის შესახებ, რომ ჩუგუევსკის რაიონის 8 მცხოვრები ააფეთქდა ოკუპანტების დატოვებულ ნაღმზე.
დაშავებულებს შორის არიან სოფელ გრაკოვოს 67 წლის მკვიდრი და სოფელ ჩკალოვსკოეს 52 წლის მკვიდრი, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, სათემო პოლიციის თანამშრომელმა მინდორზე ტრაქტორის ორი მძღოლი იპოვა. ისინი ჩუგუივის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და არ მიუახლოვდნენ საეჭვო ობიექტებს, იმოძრაონ მხოლოდ ასფალტზე.