ოკუპანტები ყირიმელ თათრებს არმიაში მასობრივად იძახებენ

გამოქვეყნდა:

ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამილა ტაშევამ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ყირიმელი თათრების საცხოვრებელ ადგილებზე რეიდები დაიწყეს, რათა ომში ჩართვა აიძულონ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გზით რუსეთს სურს ყირიმელი თათრების განადგურება.

„მიმდინარობს დარბევა ყველა დასახლებულ პუნქტზე, სადაც ყირიმელი თათრები კომპაქტურად ცხოვრობენ - სკოლებზე, ბაზრებზე, იმ ადგილებში, სადაც ხალხი იკრიბება - და იგზავნება გამოძახებები...მიჰყავთ სამხედრო პოლიციის განყოფილებებში, ასაკი - 18-50 წელი“, - აღნიშნა მან.

ტაშევას თქმით, გამოძახებები 1000-მდე ყირიმელ თათარს გაეგზავნა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ადმინისტრაციებისა და კრემლის მხრიდან ეს არის დემონსტრაციული აქცია ყირიმელი თათრების დასასჯელად, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ ოკუპანტებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი