გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიმ სერგეი ლავროვი საათ ნახევრის დაგვიანებით მივიდა და დარბაზი სიტყვით გამოსვლის შემდეგ მალევე დატოვა.
ლავროვმა სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, "ძაღლის შვილად'' მოიხსენია, რუსეთის მისამართით, დასავლეთის ბრალდებები უარყო და საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის მთავრობის დასჯისკენ მოუწოდა.
"განსაკუთრებით ცინიკურია იმ სახელმწიფოების პოზიცია, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ამარაგებენ. ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების პერსონალს ამზადებენ, მიზანი აშკარაა, საომარი მოქმედებების მაქსიმალურად გაჭიანურება, რუსეთის დაშლისა და დასუსტების მიზნით. ეს ნიშნავს დასავლეთის ქვეყნების უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში, ეს მათ მხარედ აქცევს. დაუსჯელი რჩება კოლექტიური კონფლიქტის მიზანმიმართული გაღვივებაც ისე მართალია ბატონებო, თქვენს თავს ხომ არ დასჯით. შეერთებული შტატები და მის მოკავშირეები, საერთაშორისო უფლებადამცველი ინსტიტუტების თანხმობით სისტემატურად ფარავდნენ კიევის რეჟიმის დანაშაულებს 8 წლის განმავლობაში და აყალიბებდნენ თავიანთ პოლიტიკას ზელენსკი მიმართ, ცნობილი ამერიკული პრინციპით: ის რა თქმა უნდა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლისშვილია" - ამბობს ლავროვი.
ამერიკულმა დელეგაციამ, ლავროვი სხდომაზე დაგვიანების გამო ღიად გააკრიტიკა. მათი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის თემასთან დაკავშირებით მწვავე განცხადევების მოსმენას გაექცა, რაც რუსეთის სისუსტეზე მიუთითებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდა წინ აღუდგნენ რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც საერთაშორისო წესრიგის ნგრევა არ უნდა შერჩეს.