ლუგანსკის ოლქში რუსი გენერალ-მაიორი ოლეგ ცოკოვი დაიჭრა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ლუგანსკის ოლქში, სვატოვოს რაიონში, დაიჭრა მე-20 გაერთიანებული არმიის 144-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ ცოკოვი. მისი ევაკუაცია 20 სექტემბერს მოხდა.

უწყება ამბობს, რომ 19-20 სექტემბერს  რუსეთის დონის როსტოვის ჰოსპიტალში დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურის 105 ცხედარი გადაასვენეს და უახლოეს მომავალში კიდევ 200 ცხედარის მისაღებად ემზადებიან.

"მტერი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით მობილიზაციას აგრძელებს. 19 სექტემბერს პირველი არმიის კორპუსის წარმომადგენლებმა გორლოვკაში ათი კაცი დააკავეს და სამხედრო სამსახურში წაიყვანეს, განურჩევლად ასაკისა და ჯანმრთელობისა.

18-20 სექტემბერს, ლუგანსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში, რუსული კერძო კომპანიის წარმომადგენლები წარუმატებლად ცდილობდნენ პატიმრების გადაბირებას", - წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეზერვისტების ძირითადი რაოდენობის დაკომპლექტება იგეგმება კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლებიდან, რომლებსაც აქვთ სამხედრო სამსახურის გამოცდილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი